პოლიტიკა

საბა სხვიტარიძის დედა - „ოცნებას“ იმის ოცნება არ ჰქონდეს, რომ მე დავიღლები და დავნებდები - ახლა დაიწყება დედების ბრძოლის ეტაპი

საბა სხვიტარიძის დედა - „ოცნებას“ იმის ოცნება არ ჰქონდეს, რომ მე დავიღლები და დავნებდები - ახლა დაიწყება დედების ბრძოლის ეტაპი

„ოცნებას“ იმის ოცნება არ ჰქონდეს, რომ მე დავიღლები და დავნებდები, რადგან აბსოლუტურად მართალია ჩემი შვილი. ის სასტიკად ნაწამებია, ასევე, არ იყო მსჯავრდებული და სამარტოო საკანში გამოკეტეს 9 თვეა, - ამის შესახებ მსჯავრდებულ საბა სხვიტარიძის დედამ, ელენე ახობაძემ განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ახლა დაკავებულთა დედების ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება.

„ამაზე პასუხს აუცილებლად აგებენ. 2 წელი ამათი გადმოგდებული საკენკია, რითაც ჩვენ უნდა დავკმაყოფილდეთ, მაგრამ ვერ ვკმაყოფილდებით, რადგან ჩვენი შვილები არიან მართლები და არ ვაპირებთ გავჩერდეთ. ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, ბრძოლა აუცილებლად დაიწყება, ახლა დაიწყება დედების ბრძოლის ეტაპი“, - განაცხადა ახობაძემ.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, საბა სხვიტარიძე სასამართლომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები