პოლიტიკა

რუსთაველის გამზირზე გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატი, ჯანო ჭკადუა განმარტავს, თუ რა პირობებში უწევს მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა.  ზურაბ მენთეშაშვილი შიმშილს კვლავ აგრძელებს, რის გამოც, მას არ აქვს ციხეში შესაბამისი პირობები.
8 საათის წინ

რუსთაველის გამზირზე გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატი, ჯანო ჭკადუა განმარტავს, თუ რა პირობებში უწევს მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა. ზურაბ მენთეშაშვილი შიმშილს კვლავ აგრძელებს, რის გამოც, მას არ აქვს ციხეში შესაბამისი პირობები.

რუსთაველის გამზირზე გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატი, ჯანო ჭკადუა განმარტავს, თუ რა პირობებში უწევს მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა.

ზურაბ მენთეშაშვილი შიმშილს კვლავ აგრძელებს, რის გამოც, მას არ აქვს ციხეში შესაბამისი პირობები.

„გლდანის ციხეში ის იმყოფებოდა ერთ-ერთ საკანში, მეორე სართულზე, სადაც იყო ტარაკნები. მოხდა დეზინფექცია, აღნიშნული საკნის შეწამვლა. შეწამვლიდან ორ საათში შეასახლეს, რის გამოც, რა თქმა უნდა, იყო სპეციფიკური სუნი და მოუწია ამ ვითარებაში ყოფნა. ამის შემდეგ ის გადაიყვანეს სხვა საკანში, ანუ ე.წ. კარცერში, სადაც ასევე დახვდა დიდი სიბინძურე, ტარაკნებიც იყო. არ აქვს პირსახოცი, ჰიგიენური საშუალები, ჯაგრისი, ხელის დასაბანი საშუალება. არ აქვს იმის საშუალება, რომ საკანი დაასუფთაოს და ამ არაადამიანურ პირობებში უწევს ყოფნა. მისი განმარტებით, ეს არის იმის გამო, რომ შიმშილობს და არ შეუწყვეტია. მისი შიმშილობის ერთ-ერთი საფუძველი არის ის, რომ შიგნით ამ ფორმით განაგრძოს პროტესტი, რომელიც მას გარეთ ჰქონდა “,- განაცხადა ჯანო ჭკადუამ.

ცნობისთვის, ზურაბ მენთეშაშვილთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც შეკრების, ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. მენთეშაშვილი ანალოგიური ქმედებისთვის 2025 წლის 24 ოქტომბერს ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, მას სახდელის სახით შვიდდღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შესაბამისად, ქმედების განმეორებით ჩადენის გამო, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო გამოძიება.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები