პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე ინდოეთის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხი უწოდა.
პაკისტანის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ გაანადგურეს ინდური BrahMos-ის რაკეტების საწყობი, რამდენიმე აეროდრომი, დიდი საწყობი და ა.შ.
ინდოეთმა პაკისტანის ქმედებებს „აშკარა ესკალაცია“ უწოდა, თუმცა მის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შედეგებთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.