ავანტიურისტი სააკაშვილის ქმედებები რუსეთს აწყობს



კიევში მიმდინარე მოვლენებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინაში სიტუაციის დაძაბვა პირველ რიგში რუსეთის ინტერესებშია.


„რეალურად მოვიგონოთ რა ხდებოდა ბელორუსიაში, როგორ აწყობდნენ რევოლუციას უკრაინაში, შემდეგ რუსეთში, შემდეგ როგორ ჩაიწერეს რუსეთის პრეცსამსახურებმა ეს და ვინ გამოჩნდა დაზარალებული ამ პროცესებით. უკრაინაში ურთულესი მდგომარეობაა, მაგრამ, რეალურად, ეს მდგომარეობაც, ისევე როგორც ამ მდგომარეობებით მოსარგებლე ავანტიურისტი სააკაშვილის ქმედებები რუსეთს აწყობს. ამას არც მალავს, გამოვიდა ლავროვი და თქვა, ძალიან ღიად დააფიქსირა, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო პოლიტიკა უპირისპირდება რუსეთის ინტერესებს და დაემთხვა ეს აქტივობები, რაც იქ ხდება,”- განაცხადა ვოლსკიმ.

თრიალეთი TV