შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გლდანში, ავარიის დროს დაღუპული 25 წლის გოგონას ძმა განცხადებას ავრცელებს

გლდანში, ავარიის დროს დაღუპული გოგონას ძმა განცხადებას ავრცელებს:

ყურადღებას მოვითხოვ, ჩემი და და ოჯახის წევრი შეეწირა ამ ამბავს, მადლობა ყველას, თქვენი დახმარება დამჭირდება, ტელეფონი ჰქონდა ხელში, რომელიც სავარაუდოდ, დარტყმის დროს გაისროლა სადღაც, ვიღაცას აუღია და გაუთიშია, ტელეფონზე არაა საუბარი. უბრალოდ ბევრი სურათი და ვიდეო მასალა იყო მაგ ტელეფონში ჩემ დასთან დაკავშირებელი. არ გაატაროთ. შეიძლება ვიღაცამ იპოვა ეგ ტელეფონი iphone 11 შავი. თუ ნამუსი გაქვს იქნებ გამოჩნდე და მოგვაწოდო. მადლობა ყურადღებისთვის“ – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი გოგონას ძმა.