შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გომის მთაზე ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ამოტრიალდა – არის მსხვერპლი და დაშავებულები

ოზურგეთში, გომის მთის გზაზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა. შემთხვევის ადგილას გარდაიცვალა 1 მგზავრი, რამდენიმე კი დაშავდა.

როგორც გამოცემა “ბათუმელები” წერს, მიკროავტობუსით უცხოელი ტურისტები გადაადგილდებოდნენ, დაღუპული მგზავრი კი საქართველოს მოქალაქე გიდი იყო.