შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

შსს – ამ დროისთვის შოვში, სტიქიის ეპიცენტრის მიწის მასის 90% გადამოწმებულია

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე – მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების – რიონის და ჭანჭახის კალაპოტში.

„ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრის, მიწის მასის 90 % გადამოწმებულია.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.

სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარი და 8 პირთან დაკავშირებით გრძელდება სამძებრო სამუშაოები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.