შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს – სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მაშველები კიდევ 6 ადამიანს ეძებენ.