შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი, 29-ე ცხედარი იპოვეს

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. ინფორმაციას შსს ადასტურებს.

ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი და საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.