შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

თურქული მედია – ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანს 4 სექტემბერს შეხვდება

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა სოჭში გაიმართება, – ინფორმაციას Haberturk-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს 4 სექტემბერს შეხვდებიან.

გუშინ, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება, თუმცა, შეხვედრის თარიღი და ადგილი არ დაუსახელებია.