ჟურნალისტიკის დღე გორში

ქართული  ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი ხელისუფლებისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართეს. სახელისუფლებო და არასამთავრობო სექტორმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს  პროფესიული დღე მიულოცეს. საუბარი იყო მასმედიის ფუნქციაზე როგორც მედიატორზე ხელისუფლებასა და ხალხს შორის.  საუბარი შეეხო  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ ჟურნალისტთა აკრედიტაციის განკარგულებასაც.  დამსწრეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის ადმინისტრაციულ შენობაში შეუზღუდავად გადაადგილებისა და   სხდომებზე დასწრების უფლების მინიჭება მნიშვნელოვანია და აღნიშნული დადგენილება რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც  უნდა გაიზიარონ.

 

 

Related posts