ტრაგიკულად გარდაცვლილი 9 წლის ტატა რევიშვილის დედა თაკო ჩხეიძე საზოგადოებას მიმართავს

ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის მეუღლე, მოდელი თიკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:”გამარჯობა, გილოცავთ მარიამობას!არ ვიცი აქ ამის დაწერა რამდენად სწორია მაგრამ ჩვენს გარშემო იმდენმა გამოთქვა სურვილი რომ…ჩვენმა ბერმა გადაწყვიდა ტაძრის აშენება ტატიანას სახელზე ჩვენთვის არაფერი უთხოვია ბუნებრივია ჩვენც გამოვთქვით სურვილი დახმარების,ყოველთვის მეშინოდა ტაძრის აშენების (ნუკრის ბევრჯერ გამოუთქვამს სურვილი)ახლა ამ შიშმა სადგაც მიიძინა ერთი მიზანი დაგვესახა რომ დავეხმაროთ მამა ანუბის და ერთან ავაშენოთ კიდევ ერთი ლამაზი ტაძარი საქართველოში.
ვისაც სურვილი გაქვთ გვერდით დაგვიდგეთ არ აქვს მნიშვნელობა 1 ლარი იქნება თუ 5ლარი აგურს აგურზე,რომ დადებ,კედელი აღიმართებაო,ჰოდა ამ ერთობით მგონია რომ კეთილ საქმეს ყველა ერთად გავაკეთებთ.

ალექსანდრე მენაღარიშვილი, GE19BG0000000674602100, საქართველოს ბანკი, 60001138405 პირადი ნ..” – წერს ტრაგიკულად გარდაცვლილი 9 წლის ტატა რევიშვილის დედა, თაკო ჩხეიძე.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და მოდელ თიკო ჩხეიძის შვილი, 9 წლის ტატა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გოგონა დენის დარტყმის შედეგად საკუთარ სახლში დაიღუპა.

 

წყარო: sabavshvo.info

Related posts