აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი შიმშილობას იწყებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პროტესტის უკიდურეს ფორმას მანამდე გააგრძელებს, ვიდრე გუშინ დაკავებულ, აფხაზეთიდან დევნილ 71 წლის აზა ჩილაჩავას არ გაათავისუფლებენ.
„ვუერთდები ქალბატონ აზას და მასთან ერთად ვიწყებ შიმშილს! გავაგრძელებ იქამდე სანამ მას ტყვეობიდან არ გაათავისუფლებენ! დაგვიბრუნეთ აზა ბებო“, - წერს მეყანწიშვილი.