მეუფე ანდრია: კირილმა დაადასტურა რომ აფხაზეთს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციად აღიარებს

მოსკოვში შეხვედრების ფარგლებში ჩვენ მოგვეცა პატრიარქ კირილთან საუბრის შესაძლებლობა და ჩვენ კვლავ ვისაუბრეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საეკლესიო მდგომარეობაზე. კიდევ ერთხელ, რუსეთის ეკლესიის მეთაურმა დაადასტურა, რომ რუსეთის ეკლესია მყარად აღიარებს რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს ეკლესიის კანონიკური ტერიტორია

განაცხადა საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ, რომელიც მოსკოვს პატრიარქ კირილის ინტრონიზაციის 10 წლის იუბილის ფარგლებში სტუმრობდა

წყარო: tabula.ge

Related posts