სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ლიდერებს ესაუბრა რუსეთზე ზეწოლის აუცილებლობაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ჟენევის საერთაშორისო ფორმატი მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ჩამოვიდა „ძალიან ტექნიკურ დონეზე“, რის გამოც „დადგა დრო“, რომ საქართველოს პარტნიორებმა გამოიყენონ თავიანთი ბერკეტები.

„გვინდა, ჩვენი პარტნიორები უფრო აქტიურად ჩაერთონ დიალოგში, რუსეთს და რაღაცნაირად გააგებინონ, რომ საჭიროა პოზიციები შეიცვალოს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს გერმანიის ფედერაციის კანცლერთან, ანგელა მერკელთან გერმანიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ვრცლად ნახეთ radiotavisupleba.ge

Related posts