მდინარეში ადამიანს ეძებენ

ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს:

 

inforustavi.ge ინფორმაციით თბილისში, მტკვარში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით მდინარეში მამაკაცი გადახტა, სწორედ აღნიშნული შინაარსის ზარი შევიდა 112-ში.

ამ დროისთვის მეტეხის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო ეკიპაჟებია მობილიზებული და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიება.

“ინფო რუსთავს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს რომ – “არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია გადახტა თუ არა ვინმე, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.”

წყარო: inforustavi.ge

Related posts