უსაფრთხოების ზომები და პიროტექნიკა

გთავაზობთ, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ მომზადებულ 13 რჩევას, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ პიროტექნიკის შეძენის, შენახვის, თუ მისი გამოყენების დროს.

1.       შეიძინეთ მხოლოდ სერტიფიცირებული პიროტექნიკა, რომელზეც მითითებულია დამამზადებლის კოორდინატები და სასაქონლო ნიშანი

2.       არ შეიძინოთ არალეგალურად. პიროტექნიკა მაღაზიებში და სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში უნდა იყიდებოდეს

3.       შეინახეთ მშრალ ადგილას შეფუთულ მდგომარეობაში. არ შეინახოთ ნესტიან ან ძალიან მშრალ შენობაში, სადაც 30 გრადუსზე მეტი ტემპერატურაა

4.       მოათავსეთ სწრაფადაალებადი საგნებისგან ან ნივთიერებებისგან მოშორებით

5.       არ ჩაიდოთ ჯიბეში

6.       შეინახეთ ბავშვებისთვის ძნელად მისადგომ ადგილას

7.       გამოყენებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია

8.       ვიდრე ფითილს ცეცხლს წაუკიდებთ, შეამოწმეთ ფეიერვერკის თავი

9.       მოერიდეთ თამბაქოს მოწევას პიროტექნიკის სიახლოვეს

10.   პიროტექნიკა დასველების შემდეგ სახიფათო ხდება. მოარიდეთ თოვლს და წვიმას

11.   დანესტიანებული ფეიერვერკის ნაწარმი არ გააშროთ გამათბობელზე

12.   არაფხიზელ მდგომარეობაში პიროტექნიკას ნუ გამოიყენებთ

13.   არ გამოიყენოთ შენობაში ელექტროგადამცემი ხაზების სიახლოვეს

Related posts