საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

 

კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

 

„დილის მონაცემებით, ქვეყანაში 90 დადასტურებული შემთხვევაა. გუშინ ჩვენთნ 14 ტესტირება გაკეთდა, ყველას პასუხი იყო უარყოფითი. 2 პაციენტთან განმეორებითი ტესტირება უარყოფითია და ისინი დღეს დატოვებენ კლინიკას, შესაბამისად 18-ს მიაღწევს გამოჯანმრთელებულთა რიცხვი,“-  განაცხადა ეზუგბაიამ.

Related posts