შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

დღეიდან რუსეთი მზესუმზირის ექსპორტს დროებით აჩერებს – რა წილი აქვს ქართულ ბაზარზე რუსულ პროდუქტს

დღეიდან, 1-ლი აპრილიდან რუსეთი მზესუმზირასა და რაფსის ექსპორტს დროებით აჩერებს. აკრძალვა ძალაში 31 აგვისტოს ჩათვლით იმოქმედებს. როგორც რუსული მედია წერს, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მსოფლიო ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის გამო საკუთარი ბაზრის დაცვის მიზნით მიიღო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა წილი აქვს რუსულ მზესუმზირას ქართულ ბაზარზე. როგორც 2021 წლის მონაცემებიდან ირკვევა, საქართველოში მზესუმზირის მთავარი იმპორტიორი უკრაინა იყო – 84,2%, რუსული პროდუქტის წილი კი დაახლოებით 11%-ს შეადგენდა.

უფრო კონკრეტულად, 2021 წელს საქართველოში სულ განხორციელდა 4 668 ტონა, 4,180 მლნ დოლარის ღირებულების მზესუმზირის იმპორტი, აქედან უკრაინიდან შემოვიდა 3 932 ტონა, 3,424 მლნ დოლარის ღირებულების, რუსეთიდან კი 529,9 ტონა, 327,3 ათასი დოლარის ღირებულების.