კორონავირუსის არსებობა არ სჯეროდა ქალს, რომელიც დღეს ქუთაისში ამ ვირუსით დაიღუპა

საქართველოში, კორონავირუსით მეოცე პაციენტი, 60 წლის ლუდმილა ანუა გარდაიცვალა, რომელიც სოხუმის პირველი სკოლის მასწავლებელი იყო.

ის აფხაზეთიდან ქუთაისის ერთ-ერთი კლინიკაში გადმოიყვანეს.

რამდენიმე დღის წინ ქალმა საკუთარ facebook გვერდზე დაწერა, რომ დაინფიცირებამდე არც მას სჯეროდა კორონავირუსის არსებობის.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებში კიდევ სამი კრიტიკული პაციენტი იმყოფება. ყველა მათგანი მართვით სუნთქვაზეა.

Related posts