საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი – 1192 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1192 ადამიანს დაუდასტურდა, 233 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 17 477 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 8 060 ადამიანი, გარდაიცვალა 136 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5900 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 1388, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Related posts