საქართველოში კომენდანტის საათის ბოლო ღამეა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვა 30 ივნისს 23 საათიდან უკვე აღარ იმოქმედებს. 

“რეგულაციების გარკვეული ნაწილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შეიცვალა, პირველი ივლისიდან გაუქმდება გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 23 საათიდან 4 საათამდე. ანუ პრაქტიკულ განზომილებაში იქნება შემდეგი რამ: 30 ივნისს საღამოს 11 საათიდან შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. ანუ შეზღუდვა იქნება 30 ივნისს დილის საათებში 00:00 საათიდან 4 საათამდე, ხოლო 30-ში საღამოს 23 საათიდან შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.

თითქმის 8-თვიანი შეზღუდვის შემდეგ, კომენდანტის საათი იხსნება. ამის შესახებ 22 ივნისს საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გახდა ცნობილი. შემსუბუქდა სხვა შეზღუდვებიც, თუმცა სხვადასხვა პირობითა თუ რეკომენდაციით.

54 ნახვა
desktop
mobile catfish