ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა. როგორც ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

„სამი პაციენტი იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში, სამივე მართვით სუნთქვაზე. ერთი არის ახალშობილი, რომელიც ბათუმიდან გადმოიყვანეს 17 დღის. 8 დღის განმავლობაში მკურნალობდა ეს ბავშვი ბათუმში. უმძიმეს მდგომარეობაში დაინტუბირებული, მართვთ სუნთქვაზე გადმოვიდა ჩვენთან. თანმხლები დაავადებები ჰქონდა სეფსისი, გულის თანდაყოლილი მანკი, ფილტვის ქსოვილის მძიმე დაზიანება, ასევე რესპირატორული დისტრესი. გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე გარდაიცვალა“,-აღნიშნავს ჩხაიძე.

89 ნახვა
desktop
mobile catfish