დაიწყება თუ არა სწავლა დათქმულ დროს საკლასო ოთახებში – ეკატერინე ტიკარაძის განცხადება

„თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ სწავლა დათქმულ დროს დაიწყება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ის ამბობს, ამ ეტაპზე დადებითობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით არაერთგვაროვანია.

„დადებითობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით არაერთგვაროვანია, თუმცა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან ერთად. ჩვენ თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ სწავლა დათქმულ დროს დაიწყება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციურ რეჟიმში სწავლება 4 ოქტომბრამდე იქნება, ამის შემდეგ კი პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ქალაქსა და სოფელში, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება.

37 ნახვა
desktop
mobile catfish