ჩვენი ამოცანაა, რომ პროექტი შედგეს, გაუმჯობესებული პირობებით, მაგრამ შედგეს — თურნავა ნამახვანჰესზე

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მათი მთავარი ამოცანაა, რომ ნამახვანჰესის პროექტი შედგეს, თუმცა უფრო უსაფრთხოდ და გაუმჯობესებული პირობებით. მისი თქმით, “ამის პასუხიმგებლობას” გრძნობენ.

“ვინაიდან, დღეს არის ასეთი ვითარება, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის რისკი დგას, აქედან გამომდინარე, მე თავს შევიკავებ საკმაოდ დეტალური საუბრისგან ამ საკითხში, იმისთვის, რომ შესაძლო დავის შემთხვევაში ჩვენი პოზიციები არ დავაზიანოთ. თუმცა იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავამდე საქმე არ მივიდეს, რომ ისევ მოლაპარაკებით და კომუნიკაციით გადაწყდეს ეს საკითხი.

ჩვენ კლავაც ვადასტურებთ და ეს პრემიერმინისტრმაც ბრძანა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ნამახვანის პროექტი და ზოგადად, ქართული ენერგეტიკა, ქართული ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, შეიძლება, განხორციელდეს უკეთესი პირობებით, იმიტომ, რომ ყოველთვის შეიძლება გაუმჯობესება”, — აცხადებს ის.

54 ნახვა
desktop
mobile catfish