ალექსანდრეს კუნთები პარალიზებული იყო, რის გამოც ექიმებმა ვერ შეამჩნიეს, რომ  ჯერ კიდევ სუნთქავდა და გარდაცვლილად ჩათვალეს

არსებობს ასეთი ფენომენი ფსევდოთანატოსი-რაც სიკვდილის ცრუ დიაგნოზს ნიშნავს. ეს რეალურად ხდება და ისტორიკოსთა დიდი ნაწილის აზრით ეს ალექსანდრე მაკედონელს შეემთხვა. მისი გარდაცვალების მისეზი მასავით იშვიათი და უნიკალური იყო. ისტორიკოსთა აზრით ის ცოცხლად დამარხეს.

ალექსანდრე მაკედონელმა ისტორიული სახელი 25 წლის ასაკში ანტიკური სამყაროს უდიდესი იმპერიის შექმნით მოიხვეჭა. მხედართმთავარი ძველი წელთაღრიცხვით 323 წელს გარდაიცვალა და მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი ჯერაც ისტორიკოსების დავის საგანია. იგი დაავადებისგან 12 დღის განმავლობაში იტანჯებოდა, 6 დღის განმავლობაში კი პარალიზებული იყო. ბევრი ისტორიკოსის აზრით, ეს შეიძლება ყოფილიყო მალარია, პნევმონია, მუცლის ტიფი, ასევე ზოგიერთი ვერსიით მას შესაძლოა განუვითარდა ინფექცია ომში მიღებული ჭრილობებისგან, ან ალკოჰოლისგან მოიწამლა,  ან მტრებმა მოწამლეს.

ძველბერძნული ჩანაწერების მიხედვით, ლეგენდარული მხედართმთავრის სხეულს გარდაცვალების შემდეგ ხრწნა არ დაუწყია, რაც მაშინ ალექსანდრეს “ღმერთკაცობას” მიაწერეს, თუმცა დღევანდელი მეცნიერების ვარაუდით, ამის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ დასაკრძალავად მომზადებული სხეული ჯერ არ იყო გარდაცვლილი მაგრამ მისი პარალიზების გამო მას ამის თქმა არ შეეძლო.

მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, ალექსანდრე მაკედონელს ჰქონდა გილიან ბარის სინდრომის სახელით ცნობილი დაავადება, რომელმაც მისი პარალიზება მოახდინა. გილიან ბარის სინდრომი იშვიათი ნერვული დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს საკუთარი იმუნური სისტემა ებრძვის.  მიუხედავად იმისა, რომ მას ცნობიერება ჰქონდა, მოძრაობის და საუბრის უნარი შეეზღუდა და ბოლოს სუნთქვაც აღარ შეეძლო. მისი კუნთები პარალიზებული იყო, რის გამოც ექიმებმა ვერ შეამჩნიეს, რომ  ჯერ კიდევ სუნთქავდა და გარდაცვლილად ჩათვალეს, რადგან იმ დროში გარდაცვალებას მხოლოდ სუნთქვის მიხედვით ადგენდნენ და არა პულსის შემოწმებით. იგი მაშინვე არ დაუმარხიათ, მისი ცოცხლად მუმიფიცირება მოხდა და საბოლოოდ ორი წლის შემდეგ ის ალექსანდრიაში დამარხეს.

TV Trialeti

TV Trialeti

%d bloggers like this: