ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინი „საინფორმაციო ბუშტშია“, მას შეუძლია თავად დაასრულოს ომი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელესკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი „საინფორმაციო ბუშტშია“. ამის შესახებ მან ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, პუტინს შეუძლია დაასრულოს ის ომი, რომელიც მან გააჩაღა უკრაინაში. ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ ხალხი, ვინც ის აირჩია, მზად არ არის კაპიტულაციისთვის და ულტიმატუმებისთვის.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა დაჟინებით მოითხოვს რუსეთთან მოლაპარაკებებს მანამ, სანამ არ მოიძებნება მშვიდობამდე მისასვლელი გზა.

156 ნახვა
desktop
mobile catfish