პრეზიდენტი – საქართველო ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში მონაწილეობს – ხელს ვაწერთ ყველა რეზოლუციას, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად იყო მიღებული

ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში ვმონაწილეობთ და ეს ნამდვილად რაღაცას ნიშნავს ქართული ფინანსური სექტორისთვის, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში.„საქართველო ხელს აწერს ყველა რეზოლუციას, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად იყო მიღებული. საზოგადოება ძალიან უჭერს მხარს უკრაინას. ჩვენ უკრაინასთან რუსული აგრესიის ორსაუკუნოვანი საერთო ისტორია გვაქვს. ჩვენ ვიცით ეს რას ნიშნავს. ჩვენ ნამდვილად ვუცხადებთ სოლიდარობას უკრაინას. თუ შეკითხვა უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნას ეხება, ეს არის ის, რაზეც მხოლოდ გამეღიმება, რადგან საქართველოს ამ კუთხით სიტუაციის შეცვლა და უკრაინისათვის შეიარაღების გაგზავნა არ შეუძლია. ბევრი სხვა ქვეყანაა, რომელთაც ნატოს მე-5 მუხლი იცავს. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება და აკეთებენ კიდევაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ქვეყნები დაცულები არიან და აქვთ თავიანთი უსაფრთხოების გარანტიები. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ უკრაინის მხარდასაჭერად“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

69 ნახვა
desktop
mobile catfish