მაისში საქართველოს ეკონომიკა 11.6%-ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკა მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა – ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გავრცელებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 2022 წლის პირველ 5 თვეში კი ეკონომიკური ზრდის ჯამური მაჩვენებელი 11.2% იყო. 

“2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა,”- ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. 

ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ექსპორტის 37.5%-იანმა ზრდამ, ასევე კერძო სექტორის ბრუნვის ზრდამ. საქსტატის თანახმად, მაისში კერძო სექტორის ბრუნვამ, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვა 10.4 მილიარდი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 25.3%-ით მეტია.

183 ნახვა
desktop
mobile catfish