წნორში, ქმარმა ქალი ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში დაჭრა

  

წნორში, ცოტახნის წინ, ქმარმა ცოლი თავის არეში დაჭრა. არსებული ინფორმაციით, ქალს თავის არეში ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა.

დაშავებული თავდაპირველად ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

435 ნახვა
desktop
mobile catfish