უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველო – მობილიზებული რუსები ცხელ ხაზზე გვირეკავენ და კითხულობენ, როგორ ჩაბარდნენ ტყვედ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, მობილიზებული რუსები უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცხელ ხაზზე რეკავენ და კითხულობენ, როგორ ჩაბარდნენ ტყვედ.„ცხელ ხაზზე ახლა უამრავი ზარია ახლად მობილიზებული რუსებისგან და მათგან, ვინც ჯერ არ არის მობილიზებული. გვირეკავენ და გვეუბნებიან: „მობილიზების შემთხვევაში, რა უნდა გავაკეთო, როგორ ჩავბარდე ტყვედ?“- აღნიშნა იუსოვმა.მისი თქმით, რუსებს აქვთ დაბალი მოტივაცია და შესაბამისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა მობილიზაციის ამ ტალღის ფონზე.

382 ნახვა
desktop
mobile catfish