ტრაგედია სამტრედიაში – კორპუსის სახურავიდან მამაკაცი გადმოვარდა

სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან მამაკაცი გადმოვარდა. 45 წლამდე მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის ადგილობრივია და სახურავზე გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა.

მამაკაცი ერთ-ერთ კომპანიას ჰყავდა დაქირავებული, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციას ასრულებდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს გამოძიება.

400 ნახვა
desktop
mobile catfish