შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

რობერტ კობლიაშვილი პარიზის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ხალიჩაზე ქართველებიდან პირველი რობერტ კობლიაშვილი (97კგ) გავიდა.

ქართველი ფალავანი მერვედფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ, ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ აბუბაკარ ხასლახანაუს დაუპირისპირდა და 1:9 დამარცხდა.

კობლიაშვილი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს იმ შემთხვევაში შეინარჩუნებდა, თუ ხასლახანაუ ფინალში გასვლას მოახერხებდა, თუმცა იგი მეოთხედფინალში ეგვიპტელ მოჭიდავესთან დამარცხდა. შესაბამისად, ქართველმა სპორტსმენმა პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა.