პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი - წლებია, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ანტიქართულად არიან განწყობილი! რატომ? - „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები არიან ამერიკაში!
38 წუთის წინ

გურამ მაჭარაშვილი - წლებია, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ანტიქართულად არიან განწყობილი! რატომ? - „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები არიან ამერიკაში!

წლებია, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ანტიქართულად არიან განწყობილი! რატომ? - „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები არიან ამერიკაში! - ასე ეხმაურება აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში Megobari act-ის წარდგენას დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.

მაჭარაშვილი იმასაც ამბობს, რომ „ეს ხალხი დონალდ ტრამპს, 70 მილიონ ამერიკელს და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, რომელმაც ტრამპი და მისი პოლიტიკა აირჩია“.

„რა გასაკვირია, რომ ეს ხალხი საქართველოს წინააღმდეგ იყოს განწყობილი, მით უმეტეს, ბოლო სამი წელია, ისინი ხმალამოღებით იბრძვიან, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ ის ხელისუფლება იქნება, ვინც მეორე ფრონტს დაიწყებს. მათ უსამართლო განცხადებებზე აღარ ვსაუბრობთ. სამწუხაროდ, მათ დამოკიდებულებაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ეს ხალხი - რიშიც და შაჰინიც თავად ტრამპისა და ამერიკელი ხალხის უმეტესობის წინააღმდეგი არიან. გასაკვირი არ არის, რომ ისინი საქართველოს წინააღმდეგ იყვნენ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!