axali

პოლიტიკა

პაატა სალია „MEGOBARI აქტით“ დასასანქცირებელთა სიაში მის მოხვედრაზე - ძალიან მაინტერესებს, რა საფუძველი ჰქონდა ჯო უილსონს? წარმოუდგენელი მგონია, რასაც ეს კაცი აკეთებს
5 წუთის წინ

პაატა სალია „MEGOBARI აქტით“ დასასანქცირებელთა სიაში მის მოხვედრაზე - ძალიან მაინტერესებს, რა საფუძველი ჰქონდა ჯო უილსონს? წარმოუდგენელი მგონია, რასაც ეს კაცი აკეთებს

ძალიან მაინტერესებს, რა საფუძველი ჰქონდა ჯო უილსონს ამისთვის. არ ვიცი, წარმოუდგენელი მგონია, რასაც ეს კაცი აკეთებს, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ „პალიტრანიუსის“ კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ის „MEGOBARI აქტით“ დასასანქცირებელთა სიაშია.

სალიას თქმით, ეს „აბსურდი და სისულელეა“.

„ალბათ, იმათ უნდა მოჰკითხოთ, ვინც აქედან აგზავნის ამ სიებს, რაღაც თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ისიც უაპელაციოდ იმეორებს, აბსურდი და სისულელე“, - განაცხადა სალიამ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით მას აშშ-ს ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია, სალიამ უპასუხა: „რატომ უნდა მქონოდა?“

„ვის, მე? რატომ უნდა მქონოდა? შეერთებულ შტატებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, განათლება მაქვს იქ მიღებული“, - განაცხადა სალიამ.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები