შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„სურვილები ხდება!“ – ალექსანდრე ზაზარაშვილი ნიუ იორკში სოლო კონცერტს გამართავს

16 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი ნიუ იორკში სოლო კონცერტს გამართავს.

ქართველი მომღერალი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„5 ნოემბერს ახლიდან ვიბადები! წარმოგიდგენთ ჩემს სოლო კონცერტს ნიუ იორკში! ეს იქნება დღე, როდესაც მე, როგორც არტისტი, ახლიდან დავიბადები და პირველად წარვადგენ ჩემს სადებიუტო ალბომს ხალხის წინაშე, ექსკლუზიურად, სანამ მთელი მსოფლიო ამას მოისმენს…

ამ ყველაფერთან ერთად რაც ძალიან მახარებს არის ის, რომ ამ კონცერტს დაესწრება ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, და მსოფლიოში ნომერ პირველად აღიარებული ვოკალის მასწავლებელი, რომელსაც ნამუშევარი აქვს ვარსკვლავებთან როგორიცაა მერაია ქერი, ლუჩიანო პავაროტტი, ბოჩელი, და ა.შ Cheryl Porter Vocal Coach-ი”, – აღნიშნავს ზაზარაშვილი“, – წერს ზაზარაშვილი.