შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ავტომობილი დაზიანდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე დღეს დილით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, თავდაპირველად, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, შემდგომ კი აღნიშნული ავტომობილების უკან მოძრავი კიდევ 8 სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.