შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

შოვში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა – მაშველებმა ორი პირის ცხედარი იპოვეს

რაჭაში, შოვში მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მაშველებმა სტიქიის ზონაში, მიწის მასის დამუშავებისას ორი პირის ცხედარი იპოვეს.

ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი დღეს ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა სამი ფრენა და ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება.