შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

რეფერენტულ ფასებს დაქვემდებარებული წამლების სიას 900-მდე მედიკამენტი დაემატა

რეფერენტულ ფასებს დაქვემდებარებული მედიკამენტების სია გაფართოვდა და ჩამონათვალს კიდევ 900-მდე წამალი დაემატა. მინისტრის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

მთავრობის გადაწყვეტილებითმიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდარაც ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულზე მაღალ ფასად წამლების რეალიზაციას უკრძალავსპირველ ეტაპზე რეგულაცია 1200-მდე მედიკამენტს შეეხოჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით კი წამლების ჩამონათვალი რამდენიმე ეტაპად გაფართოვდა. უწყების ცნობით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმიწლის ბოლომდე, 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება.

ფასების საერთაშორისო შედარებისთვის საქართველო იყენებს ოთხი რეფერენტული ქვეყნის რეფერენტულ ფასებს. ეს ქვეყნებია: ლატვიის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ბულგარეთის რესპუბლიკა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა.

ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაბაზრის რეგულირების შედეგებით კმაყოფილიაზურაბ აზარაშვილმა თქვარომ რეფერენტული ფასების დაწესებამ და თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის გამარტივებამსაერთო ჯამშიმედიკამენტების ფასები მნიშვნელოვნად შეამცირა.

მეორე მხრივ რეფერენტული ფასების დაწესებას ჰყავს კრიტიკოსებიც. რამდენიმე დღის წინ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც რეფერენტული ფასის არასწორ პოლიტიკაზე და ამ მიზეზით ბაზარზე შექმნილ დეფიციტზე საუბრობს.

„ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, თანამშრომლობისა და კოლეგიალობის ნაცვლად, ვისმენთ უსაფუძვლო ბრალდებებს, რაც სავარაუდოდ მიზანმიმართულად ხორციელდება იმისათვის, რომ გადაიფაროს არასწორად შემუშავებული და გატარებული რეფორმები, ეს კი განაპირობებს იმ დეფიციტების წარმოშობას ბაზარზე, რომელიც ბოლო პერიოდში რეფერენტული ფასების დაწესების შემდგომ გაჩნდა,“ – ნათქვამია განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე  სამინისტროს მიერ, რეფერენტული ფასი დადგენილია 1620 დასახელების მედიკამენტზე, თუმცა დღეის მდგომარეობით, საქართველოში ხელმისაწვდომია მხოლოდ 600 დასახელებამდე მედიკამენტი.