შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

“თუ ფლობთ ინფორმაციას დაკარგულებზე დარეკეთ: 598 913 089” – შოვში ცხელი ხაზი ამოქმედდა

შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.

მერია მოსახლეობას მოუწოდებს, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ, დარეკონ ცხელ ხაზზე, ნომერზე: 598 913 089

“ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, დღეს შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ საგანგებო თათბირი გაიმართა.

შეხვედრაზე დღეს, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს და შემდგომი მოქმედებები დაგეგმეს.

სამუშაო თათბირის დროს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შეიქმნა ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ დაგვიკავშირდნენ აღნიშნულ ნომერზე: 598 913 089″ – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, კურორტ შოვში მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა. ინფრასტრუქტურის მინისტრის ცნობით, 50-მდე მოქალაქის ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია.