შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„ყველაფერზე შეეძლო ხუმრობა, მათ შორის საკუთარ სიკვდილზეც და ბოლო პოსტიც ეძღვნება… – რას წერს მეგობარი დავით ბერიაშვილზე

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ რაჭაში მომხდარი ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლი დავით ბერიაშვილია. 

სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში „რაჭა” ერთ-ერთი მოქალაქე, ტასო მოდებაძე დავითის შესახებ პოსტს აქვეყნებს. 

„ერთი წლის წინ დავითმა მეგობრებთან ერთად შექმნა სამაგიდე თამაში Legend of Kartlos სადაც ქართული მითოლოგიის პერსონაჟები და სიუჟეტები გააცოცხლეს.

თამაშის მასობრივი დაბეჭდვისთვის ქრაუდფანდინგის, სახალხო დაფინანსების ეტაპზე იყვნენ და იქნებ ამ ადამიანებს, სწორედ დავითის სახელით მივეშველოთ. გადახედეთ დავითის გვერდს, ნახეთ, როგორი ადამიანი დააკლდა დედამიწას, როგორი მოქალაქე – საქართველოს..  

მისი მეგობრები ამბობენ, რომ ყველაფერზე შეეძლო ხუმრობა, მათ შორის საკუთარ სიკვდილზეც… რა სამწუხაროა, რომ ამ ფოტოს დადებიდან ზუსტად 6 თვეში, საქართველოს სამოთხეში ჩაიკარგა…მისი ბოლო პოსტი ეძღვნება თავისუფლებას… მშვიდად განისვენე…”,- წერს ტასო მოდებაძე.