შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

კაცი ავტობუსში მგზავრებსა და მძღოლს დაუპირისპირდა და გასროლით იმუქრებოდა – დეტალები ბათუმიდან

ბათუმში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მგზავრებსა და მძღოლს დაუპირისპირდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ე.წ. სტარტოვკა ჰქონდა, რისი გასროლითაც იმუქრებოდა.

ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. კაცი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.