შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პროკურატურამ მამის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ მამის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა. ირკვევა, რომ 28 წლის მამაკაცმა მამა ჯერ მოკლა, ცხედარი აგარაკზე დამარხა, შემდეგ კი 112-ში მშობლის დაკარგვის შესახებ განაცხადა.

ბრალდებული, 68 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოებშიც ჩაერთო, თუმცა პოლიცია მალევე მიხვდა, რომ მამის დაკარგვაზე სანდრო ინაურის მიერ მოყოლილი ვერსია, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

ამ წუთებში, გორის რაიონული სასამართლო დაკავებულის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს.