შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ისრაელმა კონტროლი ყველა დასახლებაზე აღადგინა – IDF

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF)  წარმომადგენლის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ღაზის ბარიერთან მდებარე ყველა დასახლებაზე კონტროლი აღადგინეს, ამის შესახებ BBC წერს. თუმცა, მისი თქმით, ცალკეული ბრძოლები შეიარაღებული პალესტინელების წინააღმდეგ კვლავ გრძელდება.

მანამდე ისრაელის არმიაში აცხადებდნენ, რომ ისრაელის ტერიტორიაზე 7-8 ბრძოლის ადგილი იყო.