შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გაძვირდება თუ არა საწვავი? – სოსო ფხაკაძის პასუხი

ბიზნესმენ სოსო ფხაკაძეს უჭირს პროგნოზის გაკეთება, მოიმატებს თუ არა საწვავის ფასი. შესაბამის კითხვას ფხაკაძე ასე პასუხობს:

„საწვავის ფასები არის მტკივნეული თემა, ყოველთვის იყო მტკივნეული, დღესაც ასეა და ხვალაც ასე იქნება. ეს ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: საერთაშორისო ფასებსა და კონიუნქტურაზე. 

ბოლო პერიოდში ფასები გაიზარდა და ასევე ლარის კურსზეა დამოკიდებული, ძალიან კარგია, რომ ლარის კურსი არის სტაბილური და ეს ძალიან დიდი მონაპოვარია. რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარზე არსებულ კონიუნქტურას, ჩვენ ამაზე არანაირი ზეგავლენა არ გვაქვს. 

ვფიქრობ, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა აწევის მიმართულებით საერთაშორისო ფასების მკვეთრი მატების გამო, უნდა დავაკვირდეთ რა მოხდება“, – განაცხადა ფხაკაძემ.