შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

მარნეულში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

მარნეულში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.