შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

დენის დარტყმას 25 წლის ბიჭი ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში – გამოცემა “ინფო რუსთავის” ცნობით, სოფელ თაქალოში დენის დარტყმას 25 წლის ბიჭი ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ახალგაზრდა კაცი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

ამ დროისთვის დეტალები უცნობია.