შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ქვემო ქართლში მამაკაცმა 14 წლის ბიჭსა და 26 წლის ქალზე იძალადა

სექსუალური ძალადობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. 72 წლის მამაკაცმა 14 წლის ბიჭსა და 26 წლის ქალზე იძალადა. უმძიმესი დანაშაული თბილისთან ახლოს, ქვემო ქართლში მოხდა. დამნაშავე სარეაბილიტაციო ცენტრის მძღოლია, რომელსაც მეტყველების პრობლემის მქონე ბენეფიციარები ცენტრიდან სახლში დაჰყავდა. შემზარავი დანაშაული კამერებმა აღბეჭდა, რომელიც სასამართლოს ნებართვით მიკროავტობუსში დაამონტაჟეს. დამნაშავე 17 წელი ციხეში იჯდება.

სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით 2-ჯერ უფრო მეტია იმის რისკი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი გახდეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ვიდრე მათი თანატოლები. მსგავსი შემთხვევების გამოძიება რთულია. სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ხშირად არც ოჯახი უჯერებს და არც საზოგადოება.

კურიერი P.S”-მა იმ გამომძიებლის ჩვენება მოიპოვა, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოები შეისწავლა.