შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

შსს-მ მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო მასწავლებელი დააკავა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, შუა ხნის კაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო დააკავეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებას გულისხმობს.