ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას ეხმაურება:
"სრულმასშტაბიანი პოლიტიკური რეპრესიები დაანონსდა:
ირაკლი ოქრუაშვილი დაიჭირეს წულუკიანის “კომისიაზე” არმისვლის გამო!" - წერს ნიკა გვარამია.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო, რითაც გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან.